ფეხბურთი

13:00 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” ბონუჩის ნაკრებში არ უშვებს

ტურინის “იუვენტუსი” იტალიის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ლეონარდო ბონუჩის შეკრებაზე არ უშვებს. საქმე ისაა, რომ “იუვეს” 21 მაისს, იტალიის თასის ფინალი აქვს სათამაშო, ხოლო ანტონიო კონტემ ბონუჩის “სკუადრა აძურას” შეკრებაზე “იუვენტუსისა” და “მილანის” სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით მაინც დაუძახა, რადგან ბონუჩი თასის ფინალს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს.

მიუხედავად ამისა, “იუვე” წამყვანი მცველის გუნდიდან ნაადრევად გათავისუფლებას არ აპირებს. როგორ მორიგდებიან კონტე და მისი ყოფილი გუნდის შეფები ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114418