ჩოგბურთი

22:43 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სამეული იტალიაში

იტალიის ქალაქ კასერტაში სტარტი აიღო საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა, რომელშიც ძალებს 3 ქართველი გოგონა სცდის: სოფო შაფათავა, სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე.

ქართული სამეულიდან საკვალიფიკაციო ბადეში მხოლოდ ქვაცაბაია ჩაერთო, რომელსაც მე-10 განთესვა გააჩნდა. სოფომ იტალიელ ანა მარია ბატისტას 6:1, 6:0 სძლია, გადამწყვეტ რაუნდში კი მე-7 რეიტინგის მქონე რუმინელ ნიკოლეტ-კატალინა დასკალუსთან 6:7 (3:7), 4:6 დამარცხდა.

ძირითად ბადეში მე-5 განთესვის მქონე შაფათავა იტალიელ მარტინა გარეგაროს დაუპირისპირდება, გორგოძის მეტოქე კი კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული სოფია კოვალეცი (უკრაინა) იქნება.

წყვილთა ტურნირში ქართველთაგან მხოლოდ სოფო შაფათავა ითამაშებს. მას არგენტინელ ფლორენსია მოლინეროსთან ერთად პირველი განთესვა გააჩნია. შაფათავა და მოლინერო ბრძოლაში მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.

0.118176