ესპანეთის მეორე ლიგის პლეი ოფის ფინალში გასვლის შანსი გაანიავა ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტ კორუნამ“. უმაღლესი ლიგის საგზურისთვის მიმდინარე ბრძოლაში ბურჯანაძის გუნდმა ნახევარფინალურ სერიაში ლიდერობა (2:1) მოიპოვა და ფინალს 1 მოგებით მიუახლოვდა. „ლეიმა ბასკეტი“ სერიის მე-4 მატჩს ლა კორუნიაში მასპინძლობდა და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში გადიოდა, თუმცა მეტოქე „მელილამ“, რომელმაც რეგულარული მეორე ადგილზე დაასრულა, 81:61 იმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
ბურჯანაძე 15 ქულით ლაკორუნიელთა გუნდის ბომბარდირი გახდა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. 15 ქულასთან ერთად ბურჯანაძემ 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთიც 1-ჯერ დაკარგა.
სერია გათანაბრდა - 2:2. გადამწყვეტ მატჩს 17 მაისს „მელილა“ უმასპინძლებს.
www.gbf.ge