ფეხბურთი

19:49 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურია – “დუისბურგის” მხსნელი (+VIDEO)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში გიორგი ჭანტურიას “დუისბურგმა” შინ 1:0 (VIDEO) სძლია “ლაიპციგს” და ეს ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა შემტევმა გაიტანა. 75-ე წუთზე შეაგდო და რომ არა ეს გოლი, “დუისბურგი” პირდაპირ გავარდებოდა მეორე ბუინდესლიგიდან. ახლა კი, “ზებრებს” შანსი აქვთ: ფლეი ოფში “ვიურცბურგს” დაუპირისპირდებიან და თუ მოუგეს, დარჩებიან ლიგაში.

გოლიც ლამაზი იყო, ინდივიდუალურად გატანილი. გიორგიმ გოლი ემოციურად, მაისურის გახდით და ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა ამას ვინ ჩიოდა. მალევე, გიორგი შეცვალეს – 78-ე წუთზე.

მეორე ბუნდესლიგაშივე,Lლუკას ჰუფნაგელმა ბოლო 10 წუთი ითამაშა “უნიონ”-“ფრაიბურგის” შეხვედრაში (2:1). ჰუფნაგელის გუნდს ამ მარცხით არაფერი დაჰკლებია, ბუნდესლიგის საგზური სამი ტურის წინ გაინაღდა.

0.116051