ფეხბურთი

20:48 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერს" "ინტერის" მცველის შეძენა სურს

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" მცველმა ჯეისონ მურილიომ შესაძლოა კარიერა ინგლისის ჩემპიონ "ლესტერში" გააგრძელოს. როგორც The Mirror-ი იუწყება, პრემიერლიგის კლუბი მზადაა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო გადაიხადოს.

23 წლის ფეხბურთელით "ლივერპულიცაა" დაინტერესებული. ჯერჯერობით უცნობია იტალიელთა პოზიცია აღნიშნული ტრანსფერის შესახებ.

კოლუმბიელი "ინტერში" "გრანადადან" 2015 წლის ზაფხულში გადავიდა და მას შემდეგ 35 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრასფერო ღირებულება მილანურ გრანდში გადასვლის შემდეგ 8-დან 18 მილიონ ევრმდე გაიზარდა.

0.112928