ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მარვენა გარემარბმა გრეგორი ვან დერ ვილმა "პარი სენ ჟერმენი" დატოვა. ფეხბურთელს ფრანგულ გრანდთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.
ჰოლანდიელი პსჟ-ში 2012 წლის ზაფხულში მივიდა და კლუბთან ერთად ზედიზედ მეოთხედ მოიგო ლიგა 1-ის ტურნირი. გრეგორი ღიად აცხადებდა, რომ გუნდში თავს ცუდად გრძნობდა და წასვლა სურდა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ვან დერ ვილი.
მიმდინარე სეზონში 28 წლის მოთამაშემ 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.