“რომის” მასტერსის ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ბრიტანელ ენდი მარეის შეხვდება.
ნახევარფინალში ენდიმ ფრანგი პუილე 6:2, 6:1 გაანადგურა. ბრიტანელს ფრანგის დასამარცხებლად სულ ერთი საათი დასჭირდა. ენდიმ 8 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა. მარეიმ 5 ეისი ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ნახევარფინალში მარეისგან განსხვავებით მძიმე ბრძოლა გადაიტანა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც იაპონელი კეი ნიშიკორი 2:6, 6:4, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. ნოლემ პირველსავე სეტში ფეხი აიტკია, სერბი თამაშის დროს დისკომფორტს განიცდიდა. მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე იაპონელი 3:1 დაწინაურდა, თუმცა ნოლემ ზედიზედ 5 ქულა აიღო და საბოლოოდ ტაი-ბრეიკი 7:5 მოიგო.
ჯოკოვიჩი მარეის ურთიერთშეხვედრებში 23:9-ს ამარცხებს. ნოლე-ენდის შეხვედრა დღეს 19:00 საათზეა ჩანიშნული.