ფეხბურთი

11:10 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლიგა 1-ის ერთ სეზონში 38 გატანილი გოლით "პარი სენ ჟერმენის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 34 წლის ფეხბურთელმა "ნანტთან" მოგებულ (4:0) საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დუბლი შეასრულა და კარლოს ბიანკის 1977/78 წლების სეზონში ნაჩვენები შედეგი ერთი გოლით გააუმჯობესა.

ლიგა 1-ის ისტორიაში ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით რეკორდსმენი "მარსელის" ფეხბურთელი იოსიპ სკობლარია, რომელმაც 1970/71 წლების სეზონში მეტოქეთა კარი 44-ჯერ აიღო. მეორე ადგილზე "სენტ-ეტიენის" შემტევი მალელი სალიფ კეიტა (42) გახლავთ. მესამეზე კი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

0.116857