ფეხბურთი

16:41 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის ამბები: გოლი და შესაძლო ტრანსფერიც

არნემის “ვიტესმა” ამხანაგურ მატჩში 5:1 სძლია ჰოლანდიის ქვედალიგელ “ჰიუზენს” და ქართველებმაც ითამაშეს: გურამ კაშიამ პირველ ტაიმში, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა – მეორეში. ვაკომ გოლიც გაიტანა, 1:1 იყო, როცა ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ ზუსტად დაარტყა.

და კიდევ, რამდენიმე დღის წინ ვაკომ განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ ზაფხულსვე გადავიდეს სხვა გუნდში. ამ ეტაპზე რაც შევიტყვეთ, “ვიტესის” ქართველი შემტევი რამდენიმე კლუბს სურს: ჰოლანდიიდან “აიაქსზეა” საუბარი და უფრო ძლიერი ჩემპიონატის კლუბებიც არიან დაინტერესებულნი. კონკრეტული ჯერ არაფერია.

0.115129