ფეხბურთი

15:32 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიგუ ფიფაში დაასაქმეს

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ ფიფაში დასაქმდა. როგორც ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა “ა ბოლა” იუწყება, ფიგუ ამიერიდან ფიფას განვითარების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად იმუშავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მეხიკოში გამართულ ფიფას 66-ე კონგრესზე მიიღეს.

შეგახსენებთ, ლუზიტანელი ფეხბურთელი ფიფას უკანასკნელ არჩევნებში პრეზიდენტის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს, მაგრამ არჩევნებამდე საკუთარი სურვილით კანდიდატურა მოხსნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119523