კალათბურთი

12:28 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის ორმაგი დუბლით "კორუნა" ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა

ბექა ბურჯანაძემ „ლეიმა ბასკეტ კორუნას“ ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში ულიდერა და საერთო ანგარიშით 2:1 დააწინაურა. ლაკორუნიელებს ფინალში გასვლამდე 1 მოგებაღა აკლიათ და თან, მორიგ მატჩს კვლავ შინაურ არენაზე გამართავენ.

ლაკორუნიელთა მეტოქე საკმაოდ ძლიერი, რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასული „მელილა" გახლავთ. პირველ ადგილზე გასულმა „პალენსიამ“ კი ესპანეთის უმაღლესი ლიგის საგზური პირდაპირი გზით მიიღო, ხოლო მომდევნო 8 გუნდმა მეორე საგზურისთვის ბრძოლა მეოთხედფინალური სერიებიდან დაიწყო.

ბურჯანაძის წინამძღოლობით ლაკორუნიულმა გუნდმა მეოთხედფინალი ხომ დაძლია და ნახევარფინალშიც უკვე სოლიდური უპირატესობა აქვს. სერიის მესამე შეხვედრაში ბურჯანაძეს მარგი ქმედების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა, რითაც „ლეიმა ბასკეტ კორუნას“ 82:71 გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში, 33 წუთი ითამაშა და 18 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩჭრა მიითვალა. ბექამ 10-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ლაკორუნიულ გუნდში ქართველის კვალზე ლიტველი გედემინას ზილე 12 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა, ხოლო იან კასტოდიომ 11 ქულა მოაგროვა.

ნახევარფინალური სერიის მომდევნო, მე-4 მატჩი კვლავ ლაკორუნიაში, 15 მაისს გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ სერიაში „პენას ჰუესკა“ ასევე 2:1 უგებს „ბურგოსს“.

www.gbf.ge

0.119084