ფეხბურთი

11:32 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბიატი დღეს კარიერას დაასრულებს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი კრისტიან აბიატი კარიერას ასრულებს. ამის შესახებ “მილანის” ვებგვერდი იტყობინება. როგორც ლომბარდიული გუნდის საიტი წერს, აბიატი კარიერაში ბოლო მატჩს დღეს, “რომასთან” გამართავს.

“კრისტიან აბიატი დღეს “მილანს” და საერთოდ, ფეხბურთს ემშვიდობება. მოდით სტადიონზე მასთან გამოსაშვიდობებლად”, - წერს “როსონერის” ტვიტერის გვერდი.

39 წლის აბიატის “მილანში” დებიუტი 1999 წლის 17 იანვარს, “პერუჯასთან” (2:1) მატჩში ჰქონდა და მას შემდგომ ყველა ტურნირზე ლომბარდიული გრანდის კარი 380 შეხვედრაში დაიცვა. მისი გამოჩენა იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ფუფრორივით მოხდა და მასზე უდიდესი იმედი მყარდებოდა.

აბიატიმ გარდა “მილანისა” ტურინის “იუვენტუსის”, მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ტორინოს” ღირსებაც დაიცვა. ამ გუნდებში იგი “როსონერის” 2005-2008 წლებში იჯარის წესით ჰყავდა განათხოვრებული. 2008 წლიდან მოყოლებული კი კრისტიანი “სან სიროზე” ბინადრობა.

რაც შეეხება იტალიის ეროვნულ ნაკრებს – 2000-2007 წლებში მან “სკუადრა აძურას” მაისური 4 მატჩში მოირგო. ისე კი, ევროპის 2000 და მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიოანტებზე 23 კაციან განაცხადშიც გახლდათ.

0.119308