ფეხბურთი

12:34 | 13.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “მოვედი როგორც მეფე, მივდივარ როგორც ლეგენდა”

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. 34 წლის შვედ ფეხბურთელს პარიზელებთან კონტრაქტის ვადა უსრულდება და სოციალურ ქსელში “ტვიტერის” პირად გვერდზე დაანონსა, რომ ამ შაბათს “პარკ დე პრენსზე” ბოლო მატჩს ჩაატარებს.

“ხვალ ჩემი ბოლო მატჩია “პარკ დე პრენსზე”. მე აქ მოვედი როგორც მეფე და მივდივარ როგორც ლეგენდა” - დაწერა იბრაჰიმოვიჩმა.

პარიზელები შაბათს საკუთარ მოედანზე “ნანტს” უმაპინძლებენ.

იბრაჰიმოვიჩი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს თუ სად აპირებს კარიერის გაგრძელებას, ბოლო პერიოდში კი მის სახელს “მანჩესტერ იუნაიტედს”, “ჩელსის” და “მილანს” უკავშირებენ. შვედი ფორვარდის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან ამერიკული და ჩინური კლუბებიც.

0.113862