ჩოგბურთი

11:23 | 13.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ნადალს შეხვდება

რომის მასტერსის მეოთხედფინალში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდება.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის მასტერსის 1/8-ფინალში ტომი ბელუჩი 0:6, 6:3, 6:2 დაამარცხა (VIDEO). ნოვაკმა ბოლოს 0:6 სეტი 2012 წელს “ცინცინათის” ტურნირზე როჯერ ფედერერთან წააგო. ჯოკოვიჩმა სამი ბრეიკი შეასრულა და თითონაც სამჯერ დაკარგა თავის ჩაწოდება.

რაფამ 1/8-ფინალში ნიკ კირგიოსი 6:7, 6:2, 6:4 დაამარცხა.

ჯოკოვიჩი ნადალს ურთიერთშეხვედრებში 25:23 ამარცხებს. ნოლე რაფას შეხვედრა 13 მაისს თბილისის დროით 17:30 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117098