დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი “რომის” მასტერსზე ავსტრიელ დომინიკ ტიმთან 6:7, 4:6 დამარცხდა (VIDEO). შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში როჯერი ბრეიკით 3:2 დაწინაურდა, თუმცა ავსტრიელმა შემდეგ გეიმშივე უკუბრეიკი გააკეთა. ტაი-ბრეიკი ფედერერმა 2:7 წააგო. მეორე სეტში 2:2-ზე ტიმმა ბრეიკი შეასრულა, რაც მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა. როჯერს 5 ეისი და ერთი ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ფედერერს “რომის” მასტერსი კარიერაში არასოდეს მოუგია.