ესპანელი სპეციალისტი რობერტო მარტინესი "ევერტონში" სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ გაანთავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ასევე ინფორმაცია დაადასტურა BBC Sports-მაც.
მარტინესის გაწვრთნილმა გუნდმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 37 მატჩში 44 ქულა დააგროვა და ამჟამად მე-12 ადგილზე იმყოფება. ესპანელი სპეციალისტის კლუბიდან გაშვების მიზეზი აღნიშნული წარუმატებელი ასპარეზობა გახლავთ.
მარტინესი ლივერპულულ გუნდს სათავეში 2013 წლის ზაფხულში ჩაუდგა. მას შემდეგ ესპანელის გუნდმა 143 მატჩი ჩაატარა, აქედან 62 მოიგო, 37 ფრედ დაასრულა, ხოლო 44 მატჩში მარცხი განიცადა.