შვედეთის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ბორდოსთან" ლიგა 1-ის გადადებულ 35-ე ტურის მატჩში ტრავმა მიიღო და 71-ე წუთზე შეცვალეს. როგორც პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა განაცხადა, დაზიანება სერიოზული არაა.
"ზლატანმა ფეხში ტკივილი იგრძნო. მას თამაში სურდა, თუმცა ვიცოდით რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროპის ჩემპიონატი და აღარ გავრისკეთ." - ციტირებს Le Figaro ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს.
ზლატანმა "ბორდოსთან" ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში გოლი 59-ე წუთზე გაიტანა. სულ კი მიმდინარე სეზონში შვედმა 49 შეხვედრაში თავი 46 გოლითა და 18 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.