ფეხბურთი

0:20 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერიმ ბუფონი გაახარა

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს კლაუდიო რანიერიმ "ლესტერ სიტის" ფეხბურთელების ავტოგრაფებით დამშვენებული მაისური უსახსოვრა. 38 წლის ბუფონმა აღნიშნული საჩუქარი თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გახარებულმა და დაწერა:

"ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული დღე - "იუვენტუსთან" ახალი კონტრაქტი გავაფორმე 2018 წლამდე და "ლესტერის" მაისური მაქვს. მადლობა ამისთვის მისტერ რანიერის და კიდევ ერთხელ კომპლიმენტებს ვუძღვნი მას", - დაწერა ჯიჯიმ.

კლაუდიო რანიერი და ბუფონი 2007-2009 წლებში ერთად მუშაობდნენ, როცა იტალიელი სპეციალისტი ტურინის "იუვენტუსს" ედგა სათავეში.

0.113939