ფეხბურთი

19:58 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩი შესაძლოა "ინტერში" დაბრუნდეს

"მილანის" ყოფილი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი შესაძლოა მილანის "ინტერში" დაბრუნდეს. როგორც Sport Mediaset-ი იუწყება, რობერტო მანჩინის "ნერაძურიდან" წასვლა თითქმის გადაწყვეტილია და სერბი სპეციალისტი "ინტერის" მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია.

სინიშა მილანურ გრანდში 2006-08 წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. შემდეგ კი "ბოლონიას", "კატანიას", "ფიორენტინას", სერბეთის ეროვნულ ნაკრებს, "სამპდორიას" და "მილანს" წვრთნიდა.

მიმდინარე სეზონი მიხაილოვიჩმა "როსონერის" თავკაცის პოსტზე დაიწყო, თუმცა კლუბმა 2016 წლის 12 აპრილს გაანთავისუფლა. სერბის გაწვრთნილმა გუნდმა 37 მატჩი ჩაატარა, აქედან 19 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა, ხოლო 9 შეხვედრაში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107523