ფეხბურთი

21:14 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინიმ შესაძლოა "ევერტონი" ჩაიბაროს

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი შესაძლოა მომდევნო სეზონიდან" ევერტონის" თავკაცად ვიხილოთ. როგორც Daily Mail-ი იუწყება, ჩილელ სპეციალისტს ლივერპულის გუნდის გაწვრთნა სურს.

"ევერტონი" სეზონის ბოლოს რობერტო მარტინესის გაშვებას გეგმავს. სამხრეთამერიკელი მწვრთნელი კი ოფიციალურად "ქალაქელებს" სეზონის ბოლოს დატოვებს. პელეგრინიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამუშაოდ ინგლისში დარჩენა უნდა.

მანუელმა "სიტი" 2013 წლის ივნისში ჩაიბარა. მას შემდეგ მანჩესტერელებმა 165 მატჩი ჩაატარეს, აქედან 101 მოიგეს, 26 ფრედ დაასრულეს, ხოლო 38 შეხვედრაში დამარცხდნენ.

0.111055