ქართველმა მოჭიდავეებმა 12 შესაძლებლიდან 11 ლიცენზია მოიპოვეს. შედეგად, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში ყველაზე მეტი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
რიო 2016-ის ლიცენზიანტები:
თავისუფალი ჭიდაობა – სრული გუნდით 6 სპორტსმენით იასპარეზებს.
57 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
65 კგ – ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ- იაკობ მაქარაშვილი
86 კგ – სანდრო ამინაშვილი
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ – გენო პეტრიაშვილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – 5 სპორტსმენით წარსდგება
66 კგ – შმაგი ბოლქვაძე
75 კგ – ზურაბ დათუნაშვილი
85 კგ – რობერტ კობლიაშვილი
98 კგ – რევაზ ნადარეიშვილი
130 კგ – იაკობ ქაჯაია
ამ დროისთვის ნაკრების მთავარ მწვრთნელებს რევაზ მინდორაშვილსა და ბეგი დარჩიას ოფიციალური შემადგენლობები არ დაუსახელებიათ: საგზური ისევ ფედერაციის საკუთრებაა და არა – სპორტსმენის. ანუ შეიძლება ლიცენზია ერთმა მოიპოვოს, მაგრამ მწვრთნელს უფლება ექნება, მის ნაცვლად თამაშებზე სხვა წაიყვანოს.
ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში 2016 წლის 5 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. თავისუფალი ჭიდაობა: 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ. ბერძნულ-რომაული: 59, 66, 75, 85, 98 და 130 კგ. ქალთა ჭიდაობა: 48, 53, 58, 63, 69 და 75 კგ.
www.wrestling.ge