არგენტინის ნაკრების ყოფილმა შემტევმა პაბლო აიმარმა თავის თანამემამულის ლეო მესის შესახებ ისაუბრა.
“ლეო ფედერერს და ჯორდან ჰგავს, ისინი თავიანთ საქმეში “მონსტრები” არიან. მათ დიდი ისტორია შექმნეს. მესი მოედანზე როგორც კი რამეს გაიფიქრებს ის მაშინვე ანხორციელებს, ხანდახან ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. ის საოცრებაა. მისი ყოველი თამაში საოცარია. მის გვერდით თამაში ერთი სიამოვნებაა. ის მარტო არასოდეს თამაშობს, ცდილობს ყოველთვის პასი გაგიკეთოს და გოლი გაგატანინოს”- განაცხადა აიამრა.