პარაგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამონ დიასმა კოპა ამერიკისთვის 23 კაციანი, საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. არგენტინელმა სპეციალისტმა კოპაზე სათამაშოდ უხმო ძველ გვარდიელებს, ნელსონ ჰაედო ვალდესსა და როკე სანტა კრუზს. ასევე გუნდშია არგენტინელი, თუმცა ნატურალიზებული პარაგვაელი ხუან იტურბე, რომელსაც მთლიანობაში ცუდი სეზონი ჰქონდა ჯერ იტალიურ “რომაში”, მერე ინგლისურ “ბორნმუთში”.
მეკარეები: ხუსტო ვილარი (“კოლო კოლო”, ჩილე), ანტონი სილვა (“სერო პროტენიო”), დიეგო ბარეტო (“ოლიმპია”)
მცველები: პაულო და სილვა (“ტოლუკა”, მექსიკა), ბრუნო ვალდესი (“სერო პორტენიო”), პაბლო აგილარი (“ამერიკა”, მექსიკა), გუსტავო გომესი (“ლანუსი”, არგენტინა), მიგელ სამუდიო (“ამერიკა”, მექსიკა), ფაბიან ბალბუენა (“კორინთიანსი”, ბრაზილია), ბლას რივეროსი (“ოლიმპია”)
ნახევარმცველები: ნესტორ ორტიგოზა (“სან ლორენცო”, არგენტინა), ოსკარ რომერო (“რასინგი”, არგენტინა), როდრიგო როხასი (“სერო პორტენიო”), სელსო ორტიზი (“ალკმაარი”, ჰოლანდია), რობერტ პირისი (“ოლიმპია”), მიგელ ალმირონი (“ლანუსი”, არგენტინა)
თავდამსხმელები: ნელსონ ჰაედო ვალდესი (“სიეტლი”, აშშ), როკე სანტა კრუზი (“მალაგა”, ესპანეთი), ედგარ ბენიტესი (“კერეტარო”, მექსიკა), დერლის გონსალესი (“დინამო”, უკრაინა), დარიო ლეზჩანო (“ინგოლშტადტი”, გერმანია), ხორხე ბენიტესი (“კრუს აზული”, მექსიკა), ხუან იტურბე (“ბორნმუთი”, ინგლისი)
კოპა ამერიკა 2016 3 ივნისს, ტურნირის მასპინძელ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოლუმბიის შეხვედრით დაიწყება, ფინალური მატჩი კი 26 ივნისს გაიმართება. რაც შეეხება პარაგვაის, დიასის გუნდი A ჯგუფში აშშ-ს, კოლუმბიისა და კოსტა რიკის ნაკრებების მხარდამხარ ითამაშებს.