კალათბურთი

10:47 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მაიამიმ” ანგარიში გაათანაბრა, კარი დაბრუნდა და “მეომრებმა” მოიგეს (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.

“მაიამი” შინ “ტორონტოს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე დუეინ უეიდმა 2-ქულიანი ჩააგდო და 83:83 დააფიქსირა. დამატებით 5-წუთეულში მაიამელები უკეთესად თამაშობდნენ, საბოლოოდ “ჰიტმა” 94:87 მოიგო და სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა დუეინ უეიდმა ჩააგდო. სერიის მეხუთე შეხვედრა 12 მაისს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

“გოლდენ სტეიტის” ლიდერმა სტეფ კარიმ ფეხის ტრავმა მოიშუშა, პარკეტს დაუბრუნდა და “პორტლენდის” 132:125 დამარცხებაში ლომის წილი დაიდო. კარიმ გუნდს 40 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი შესძინა. გამთამაშებელმა 16-დან 5 სამქულიანი, 16-დან 11 ორქულიანი და 3-დან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო. სერიას” მეომრები” 3:1-ს იგებენ. მეხუთე შეხვედრა 12 მაისს თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.

“მაიამი” – “ტორონტო” 94:87 (25:21, 19:14, 16:27, 23:21 ო.ტ. 11:4)

https://www.youtube.com/watch?v=gV8SUnwvD0U

“პორტლენდი” – “გოლდენ სტეიტი” 125:132 (26:18, 41:39, 18:29, 26:25, ო.ტ. 14:15)

https://www.youtube.com/watch?v=tbVkX2F1YY4

0.168056