ისლანდიის ნაკრები პირველია ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მონაწილე გუნდთაგან, რომლის 23 კაციანი შემადგენლობა უკვე ცნობილია. კუნძულელთა შვედმა დამრიგებელმა ლარს ლაგერბაკმა საფრანგეთში წამსვლელ მოთამაშეთა ვინაობა დღეს გაასაჯაროვა. უკვე ცნობილია ისიც, თუ ვინ, რა ნომრიანი მაისურით დაიცავს თავისი ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსებას.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს ეიდურ გუდიონსენი, რომელიც ამჟამად ნორვეგიულ “მიოლდეში” თამაშობს და ცოტა ხნის წინ ისლანდიის ნაკრებში თამაშის სურვილს გამოთქვამდა. ვეტერან ფეხბურთელს მოგეხსენებათ, თავის დროზე ლონდონის “ჩელსისა” და კატალონიის “ბარსელონაში” უთამაშია.
საბოლოოდ, ლაგერბაკმა არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა:
მეკარეები: 1. ჰანეს ჰალდორსონი (“ბოდო გლიმტი”, ნორვეგია), 12. ოგმუნდურ კრისტინსონი (“ჰამარბი”, შვედეთი), 13. ინგვარ იონსონი (“სანდეფიორდი”)
მცველები: 2. ბირკირ მარ სავარსონი (“ჰამარბი”, შვედეთი), 6. რაგნარ სიგუროსონი (“კრასნოდარი”, რუსეთი), 23. არი ფრეირ სკულასონი (“ოლბორგი”, დანია), 3. აუკურ ჰეიოარ ჰაუკსონი (“აიკი”, შვედეთი), 5. შვერირ ინგი ინგასონი (“ლოკერენი”, ბელგია), 19. ჰორურ მაგნუსონი (“ჩეზენა”, იტალია), 4. ჰოირტურ ჰერმანსონი (“გიოტებორგი”, შვედეთი)
ნახევარმცველები: 17. არონ ეინარ გუნარსონი (“კარდიფ სიტი”, უელსი), 20. ემილ ჰალფრედსონი (“უდინეზე”, იტალია), 8. ბირკირ ბიარნსონი (“ბაზელი”, შვეიცარია), 7. იოჰან ბერგ გუომუნდსონი (“ჩარლტონი”, ინგლისი), 10. გილფი სიგურდსონი (“სუონსი”, ინგლისი), 18. თეოდორ ელმარ ბიარნსონი (“ორჰუსი”, დანია), 16. რუნარ მარ სიგურიონსონი (“სუნდსვალი”, შვედეთი), 21. არნორ ინგვიტრაუსტასონი (“ნორჩეპინგი”, შვედეთი)
თავდამსხმელები: 22. ეიდურ სმარი გუდიონსენი (“მიოლდე”, ნორვეგია), კოლბეინ სიგორსონი (“ნანტი”, საფრანგეთი), 11. ალფერო ფინბოგასონი (“აუგსბურგი”, გერმანია), 15. იონ დალ ბუვარსონი (“კაიზერსლაუტერნი”, გერმანია)
შეგახსენებთ, ისლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. ლარს ლაგერბაკის გუნდი ჯგუფში პორტუგალიის, უნგრეთისა და ავსტრიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს და მერვედფინალში გასვლას მათთან ჭიდილში ეცდება.