არნემის “ვიტესმა” მიმდინარე სეზონი ენსხედეში, “ტვენტესთან” (2:2) მატჩით დაასრულა. 2015-2016 წლების სეზონით არნემელთა ქართველი კაპიტანი გურამ კაშია უკმაყოფილოა. როგორც მან ინტერნეტპორტალ voetbal.nl-ს უთხრა, ძნელია შუა სეზონში ახალ მთავარ მწვრთნელთან შეგუება. ამასთან, გურამი უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობს.
“რა მოხდა ამ სეზონში? – განსაკუთრებით, ზამთარში მომხდარი ცვლილებების მერე. ძალიან რთულია მწვრთნელის შეცვლა ასეთ დროს. ახლა ამბობენ, რომ მაასი მზად არ იყო, მაგრამ უკვე გვიანია.
ზაფხულში ვაპირებ, რომ ყველა ფეხბურთელს პირადად გავესაუბრო. მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ, ამ ყველაფრის შესაცვლელად. ფსიქოლოგიურად უნდა გახდეთ უკეთ, რადგან ხასიათის ჩვენება დაგვჭირდება”, - ამბობს კაშია.
“ვიტესმა” ერედივიზიონი მეცხრე ადგილზე დაასრულა 46 ქულით და პლეი-ოფს მიღმა დარჩა. არადა, პირველი წრის მერე, როცა გუნდს პეტერ ბოში წვრთნიდა, სამეულში იყო და ევროპა ლიგაზე გასვლის მთავარ კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა ზამთარში იგი მისმა ასისტენტმა რობ მაასმა ჩაანაცვლა და ყველაფერი შეიცვალა.
უშუალოდ კაშია კი, “ვიტესის” გულშემატკივართა გამოკითხვით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან ერედიზიონში 27 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.