კალათბურთი

0:33 | 9.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძე: 13 ქულა დასკვნით მეოთხედში

ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” ესპანეთის რანგით მე-2 ლიგის ნახევარფინალურ სერიაში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო (99:97) და “მელილასთან” ანგარიში გაათანაბრა, ქართველმა კალათბურთელმა კი გამარჯვებაში უდიდესი წვლილი დაიდო.

აღსანიშნავია, რომ ბექა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე 26:22 წუთი გაატარა და 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ცნობისთვის, ბურჯანაძემ ოციდან 13 ქულა დასკვნით მეოთხედში ჩააგდო, როდესაც მის გუნდს დახმარება განსაკუთრებით სჭირდებოდა.

ბექამ 5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 26-ს უწია, რითაც ის მხოლოდ მაიკლ მონაგანს (31) ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 25 ქულა და 9 პასი მიითვალა.

ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, მომდევნო 2 მატჩი (13 და 15 მაისს) კი უკვე ლა კორუნიელთა სარბიელზე შედგება და თუკი ბექას კლუბმა ორივე თამაში მოიგო, ფინალის საგზურს მოიპოვებს.

0.117259