ფეხბურთი

17:13 | 8.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდის” ყოფილი მწვრთნელი ბაკალოვი: “მე, უცხოელს უფრო მიძგერდა გული “ზუგდიდისთვის”, ვიდრე ადგილობრივ ბიჭებს”

“ზუგდიდის” ყოფილი მწვრთნელი, უკრაინელი იური ბაკალოვი ჰყვება, თუ რა პრობლემებს წააწყდა საქართველოში. Xsport.ua-სთან საუბარში მან აღნიშნა, რომ “ზუგდიდის” ბევრი ფეხბურთელი უდიერად ეკიდებოდა საქმეს. ბაკალოვი წლის დასაწყისში დაინიშნა გუნდის თავკაცად, თუმცა რამდენიმე ტურის წინ სამშობლოში დაბრუნდა:

“მინდა, რომ სწორად გაიგონ და არ თქვან: “აი, რას ჰყვება ბაკალოვი”-ო... პრეტენზიის წაყენება ყველაზე იოლია, მაგრამ ყველაზე მეტად ფეხბურთელებმა გამაწბილეს. “ზუგდიდში” იყვნენ ტალანტები, თუმცა საჭირო იყო მათთან ხარისხიანად მუშაობა, ისინი კი ან ვერ იგებდნენ, ან არ ვიცი... სამწვრთნელო პროგრამას ზოგჯერ ოთხჯერ ახლიდან ვწერდი. როცა ამ პრობლემებს წავაწყდი, გამიჭირდა.

...არ მინდა ყველა დეტალზე საუბარი, თუმცა თავიდან ჩანდა პროგრესი და პირველმა ტურებმაც გამოაჩინა, რომ სწორი გზით მივდიოდით. ამას აღნიშნავდნენ სპეციალისტები და კლუბის ხელმძღვანელებიც. თუმცა შემდეგ სხვა რამ მოხდა: იყვნენ ფეხბურთელები, რომელთა სურვილი მინიმუმზე იყო დაყვანილი. მე, უცხოელს უფრო მიძგერდა გული ქალაქისთვის, ლოგოსთვის და მთლიანად კლუბისთვის, ვიდრე ადგილობრივ ბიჭებს”.

თეგებიზუგდიდი
0.114955