საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ბოლოსწინა 33-ე ტურში გიორგი ცინცაძის “რუენი” “პო ორტეზს” ესტუმრა და 74:85 წააგო.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 19 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და სამქულიანებშიც იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა. მან ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“რუენი” 6 მოგებით და 27 მარცხით ბოლოსწინა მე-17 ადგილზე იმყოფება და გავარდნისგან ვეღარაფერი იხსნის. ცინცაძის კლუბი სეზონის დასკვნით მატჩს 10 მაისს, შინ, “ანტიბთან” ჩაატარებს.