ფეხბურთი

12:55 | 8.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: "ლესტერი" ოცნებას გააგრძელებს"

"ლესტერი" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონი განსხვავებული იქნება და გუნდი ოცნებას კვლავ გააგრძელებს.

"მომდევნო სეზონის განსხვავებული იქნება, მაგრამ ჩვენ ოცნებას გავაგრძელებთ. გულშემატკივრები მხარს გვიჭერენ და ჩემპიონობით ბედნიერი ვარ. სეზონის დაწყებამდე კლუბის მფლობელმა მითხრა, რომ მომდევნო ორ სეზონში პრემიერლიგაში ადგილი უნდა შეგვენარჩუნებინა და შემდეგ ნელ-ნელა განვითარებულიყავით. ახლა კი უკვე ჩემპიონები ვართ." - ციტირებს Sky Sports-ი იტალიელის სიტყვებს.

"მელიებმა" ინგლისის ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში პირველად მოიგეს. "ევერტონთან" მოგებულ (3:1) პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩის დაწყებამდე "ლესტერმა" გულშემატკივრის წინაშე ჩემპიონობა იზეიმა.

0.113993