ფეხბურთი

14:27 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერის” ჩემპიონობის შემდეგ მოგებული 2.5 მილიონი

ინგლისში “ლესტერ სიტის” გაჩემპიონების შემდეგ კლუბის მფლობელმა და პრეზიდენტმა ვიშაი შრივადანაპრაბჰამ კაზინოში თამაში გადაწყვიტა და იქაც გაუმართლა. მან არც მეტი, არც ნაკლები 2.5 მილიონის ოდენობის ფუნტი მოიგო. ეს, მას შემდგომ მოხდა, რაც ვიშაი მეგობრებთან ერთად თავისი გუნდის ჩემპიონობას აღნიშნავდა და შეზარხოშებულზე თურმე კაზინოს მონახულებაც გადაუწყვეტია. ზემოხსენებულ ინფორმაცია ბრიტანული გამოცემა “სანი” ავრცელებს.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ კლუბის მფლობელის გადაწყვეტილებით, პრემიერლიგის 37-ე ტურში “ევერტონთან” მატჩის შემდეგ “ლესტერის” ყველა ფეხბურთელი “მერსედესის” მარკის ვატომობილით დასაჩუქრდება, ხოლო უშუალოდ თამაშზე ფანებს დასწრება უფასოდ შეეძლებათ. გარდა ამისა, კლუბი მათ უფასო პიცითა და ლუდით გაუმასპინძლდება.

თეგები“ლესტერი”
0.120877