ფეხბურთი

15:53 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხედირამ შესაძლოა იტალიის თასის ფინალი გამოტოვოს

ტურინის “იუვენტუსს” გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირა დაუშავდა. ამის შესახებ “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იტყობინება. როგორც ცნობილი ხდება, ხედირას მარცხენა ფეხზე კუნთის დაზიანება აქვს, რის გამოც გარკვეული პერიოდი გაუცდება.

ცნობილია, რომ გერმანელი საყრდენი იტალიის ჩემპიონატის დარჩენილ ორ ტურში ვერ ითამაშებს. ახლა, ტურინელ მედიკოსებს იმაზე მოუწევთ ზრუნვა, რომ ხედირამ იტალიის თასის ფინალში, “მილანთან” თამაში შეძლოს, რომელიც 21 მაისს გაიმართება.

საერთოდ, მიმდინარე სეზონში ხედირა ტრავმებმა გააწამა, რის გამოც მას საკმაო ხანი გაუცდა. თანაც, სხვადასხვა პერიოდში. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში სამის “იუვეს” ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება და გუნდის მნიშვნელოვან მოთამაშედ ქცევა არ გასჭირვებია.

0.111699