ფეხბურთი

20:09 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაშია თანაგუნდელებს საბრძოლო განწყობას უქმნის

არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშია თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს ერთად ბრძოლისკენ მოუწოდებს. როგორც “ვიტესის” პრესსამსახურს კაშიამ უთხრა, ეს არამარტო კვირას, არამედ მომავალ სეზონშიც ასე უნდა გაგრძელდეს.

“ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთმანეთისთვის. ასე იქნება კვირას, ასე უნდა იყოს მომავალ სეზონშიც და ყოველთვის”, - თქვა კაშიამ.

“ვიტესი” კვირას ენსხედეს “ტვენტეს” ეთამაშება. არნემულმა გუნდმა მიმდინარე სეზონი მთლიანად ჩააგდო, მიუხედავად იმისა, რომ პირველი წრის მერე სამეულში გასვლის რეალური შანსი ჰქონდა. რაც შეეხება თვითონ კაშიას, იგი ცოტა ხნის წინ გუნდის გულშემატკივართა გადაწყვეტილებით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

0.114412