კალათბურთი

11:06 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორონტომ” ანგარიში გაათანაბრა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ერთი შეხვედრა გაიმართა.

“ტორონტო” შინ “მაიამის” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე “ტორონტო” 86:83 იგებდა, თუმცა მაიამელთა გამთამაშებელმა გორან დრაგიჩმა სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებით 5-წუთეულში “მაიამიმ” რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, საბოლოოდ “ტორონტომ” 96:92 მოიგო და სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. შეხვედრაში ყველაზე მეტი 21 ქულა ქეროლმა ჩააგდო, “მაიამიში” 20 ქულით გორან დრაგიჩი გამოირჩა.

“ტორონტო” – “მაიამი” 96:92 (29:19, 19:22, 15:24, 23:21. ო.ტ. 10:6)

https://www.youtube.com/watch?v=saaaccgsJ8o

0.107572