ფეხბურთი

10:26 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის ფინალი: “სევილიას” შეჩერებას “ლივერპული” ეცდება (+VIDEO)

უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ესპანური “სევილია” და ინგლისური “ლივერპული” დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალში “ლივერპულმა” “ვილიარეალის” ბარიერი გადალახა. პირველი მატჩის 0:1 წაგების შემდეგ, კლოპის შეგირდებმა დიდი ანგარიშით 3:0 იმარჯვეს, ხოლო უნაი ემერის “სევილიამ” უკრაინულ “შახტარს” აჯობა (2:2 პირველი მატჩი, 3:1 საპასუხო).

სევილიელებს შანსი აქვთ ევროპის ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგონ, ლივერპულელები კი ევროპის ლიგის ფინალში პირველად ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ “ლივერპულს” ევროპის ლიგის წინამორბედი უეფას თასი სამჯერ მოუგია, ბოლოს 2001 წელს.

ევროპის ლიგის ფინალი 18 მაისს, ბაზელში, “სენტ იაკობს პარკზე” გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114321