ფეხბურთი

22:32 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისურ კლუბებს დენის სუარესი სურთ

“ვილიარეალისა” და ესპანეთის 21 წლამდე ნაკრების ნახევარმცველით, დენის სუარესით ერთბაშად სამი ძლიერი ინგლისური კლუბი დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.

აღნიშნული წყაროს ცნობით, 22 წლის შემტევით “არსენალი”, “ტოტენჰემი” და “მანჩესტერ სიტი” ინტერესდებიან. ინგლისური ტრიოს გარდა, დენისს “ბარსელონაც” აკვირდება, რომელსაც მისი დაბრუნების უფლება აქვს და ამაზე ფიქრობს კიდეც.

სუარესს “ყვითელ წყალქვეშა ნავებთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt–ის მიხედვით, 12 მილიონი ევრო ღირს.

შეგახსენებთ, რომ მან მიმდინარე სეზონში “ვილიარეალის” მაისური 45-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.110286