ფრანგმა ნახევარმცველებმა გაბრიელ ობერტანმა და სილვაინ მარვომ “ნიუკასლი” დატოვეს. აღნიშნული ცნობა “ჯორდების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ფრანგულ დუეტს “კაჭკაჭებთან” მოქმედი ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურებოდათ, თუმცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტების გაწყვეტა ნაადრევად მოხდა.
ობერტანი “ნიუკასლში” 2011 წელს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გადავიდა და 77 მატჩში მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა. მან მიმდინარე სეზონის სტარტზე 6 შეხვედრა ჩაატარა და შემდგომ მძიმე ტრავმა მიიღო.
მარვო “ჯორდებში” ასევე 2011 წლიდან გამოდიოდა და 57 მატჩში 2 გოლით გამოირჩა.