ფეხბურთი

17:03 | 4.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაშია “ვიტესის” ქომაგებს: “გეპატიჟებით ჩვენი ხარჯებით”

ჰოლანდიის ერედივიზიონის ბოლო ტურში (სანამ ფლეი-ოფები დაიწყება) გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის “ვიტესი” “ტვენტეს” ხვდება გასვლაზე. “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ გამოაცხადა, რომ გუნდის გულშემატკივრებს ტრანსპორტირების ხარჯებს ფეხბურთელები გადაუხდიან, ოღონდ ბევრნი წაჰყვნენ თამაშზე და გადამწყვეტ შეხვედრაში მხარი დაუჭირონ:

“ერთი მატჩი დაგვრჩა რეგულარულ სეზონში და გვაქვს შანსი, რომ ფლეი ოფში მოვხვდეთ. საამისოდ მხოლოდ მოგება გვაძლევს ხელს. ჩვენი ხარჯებით გთავაზობთ წამოსვლას. ერთად უნდა ვიბრძოლოთ და ერთად უნდა მივაღწიოთ წარმატებას. ამიტომაც, “ვიტესისთვის” ერთად დავდგეთ”.

“ტვენტე”-“ვიტესი” 8 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110934