მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანელი კარგ ფორმაში იმყოფება.
“წელს რაფა მაღალ დონეზე თამაშობს, მან “მონტე კარლოს” და “ბარსელონას” ტურნირებზე საოცარი ჩოგბურთი ითამაშა. ის თიხის საფარზე ნებისმიერი ჩოგბურთელისთვის მთავარი კონკურენტია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ დონეს შეინარჩუნებს, რა თქმა უნდა თიხის საფარზე ესპანელი ფავორიტია”- განაცხადა ჯოკოვიჩმა.