"პუმასი" და "ნასიონალი" კოპა ლიბერტადორესის მიმდინარე გათამაშების მოთხედფინალში გავიდნენ. მექსიკელებმა მერვედფინალში ვენესუელის გუნდი "დეპორტივო ტაჩირა" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა., კოლუმბიელებმა კი არგენტინული "ურაკანი" - 4:2.
"პუმასის" მეტოქე "ინდეპენდიენტე დელ ვალიეს" და "რივერ პლეიტს" შორის გამარჯვებული იქნება. ეკვადორელებმა პირველი შეხვედრა შინ 2:0 მოიგეს. "ნასიონალი" შემდეგ ეტაპზე "გრემიოსა" და "როსარიო ცენტრალს" შორის საუკეთესოს შეხვდება. ბრაზილიელები პირველი რაუნდში შინ 0:1 დამარცხდნენ.
მერვედფინალური ეტაპის პირველ რაუნდში "ბოკა ხუნიორსმა" "სერო პორტენო" სტუმრად 2:1 დაამარცხეს. "სან პაულომ" შინ "ტოლუკას" 4:0 სძლია და მეოთხედფინალის საგზური თითქმის გაინაღდა. "რასინგი" - "ატლეტიკო მინეიროს", ურუგვაიულ "ნასიონალსა" და "კორინთიანსს" შორის პირველი მატჩები ფრედ 0:0 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელთა ვინაობას განმეორებითი მატჩები გადაწყვეტს.