კალათბურთი

13:15 | 4.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის “კორუნა” ნახევარფინალში გავიდა და ესპანეთის უმაღლეს ლიგას მიუახლოვდა

ბექა ბურჯანაძე ნახევარფინალში გავიდა. ესპანეთის მეორე ლიგაში უმაღლესში გადასასვლელი ბრძოლა პლეი ოფში მიმდინარეობს, რომლის გამარჯვებულიც ელიტ-დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.

ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტ კორუნამ“ რეგულარულ ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და პლეი ოფის პირველ წრეში მეექვსეადგილოსან „ბრეოგანს“ შეხვდა. სერია სამ მოგებამდე იყო და გამარჯვებულის გამოვლენას 5 მატჩი დასჭირდა.

სერიის გადამწყვეტი მე-5 მატჩი ლა კორუნიაში გაიმართა და მასპინძელთა იოლი გამარჯვებით – 99:63 დასრულდა. ბურჯანაძის გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 36 ქულის სხვაობით გაანადგურა. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.

ბურჯანაძემ მოედანზე 24 წუთი დაჰყო და 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ, ბექამ 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ლაკორუნიელთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო ჩარლზ შტელზერი, 15 ქულა დაგროვდა გედიმინას ზილეს ანგარიშზე.

ბურჯანაძის „კორუნა ბასკეტი“ ნახევარფინალში „მელილას“ შეხვდება, რომელმაც რეგულარულში მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ნახევარფინალში „ბურგოსი“ და „ჰუესკა“ დაუპირისპირდებიან.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117428