მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა “ატლეტიკოსთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის (2:1) შემდეგ განაცხადა, რომ ესპანელები ფინალში გასვლას არ იმსახურებდნენ.
“ჩვენ ორივე თამაშში უკეთესად გამოვიყურებოდით, ვიდრე “ატლეტიკო”, მაგრამ ესპანელებმა თავიანთი შანსები გამოიყენეს და ფინალში გავიდნენ. ჩვენი თამაშით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ვინც კარგად თამაშობს ყოველთვის ის ვერ იგებს, ჩვენ შემთხვევაშიც სწორედ ეს მოხდა. “ატლეტიკო” ფინალში დაუმსახურებლად გავიდა”- განაცხადა ვიდალმა.