ჩოგბურთი

3:15 | 4.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა მადრიდში პირველი ბარიერი დასძლია

დიდი სლემის ტურნირების 14-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა მადრიდის მასტერსის ტურნირის 1/16-ფინალში რუსი ანდრეი კუზნეცოვი 6:3, 6:3 დაამარცხა.

მატჩი საათსა და 19 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში რაფამ ერთი ბრეიკი შეასრულა, ხოლო მეორე სეტში – ორი, ისე რომ მექოტეს ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია. ნადალმა 4 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა.

ტურნირის 1/8-ფინალში რაფა კურეი-პულიეს გამარჯვებულს შეხვდება. მადრიდის მასტერსის საპრიზო ფონდი 4 771 360 ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117464