ფეხბურთი

12:33 | 3.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი: “ფსიქოლოგიური პრობლემა გვაქვს”

არნემის “ვიტესის” ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი მიიჩნევს, რომ მას და მის თანაგუნდელებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. ყაზაიშვილის ამ სიტყვებს ინტერნეტპორტალი elfvoetbal.nl-ი ციტირებს.

“აღმაშფოთებელი იქნება თუ პლეი-ოფში ვერ გავალთ. ნამდვილად საშინელი სეზონი ჩავატარეთ, თუმცა ჯერ კიდევ უნდა გვქონდეს ჩვენი თავის რწმენა.

კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს”, - თქვა ყაზაიშვილმა.

შეგახსენებთ, “ვიტესი” 33 ტურის შემდეგ 45 ქულით მხოლოდ მეათე ადგილზეა და ევროტურნირებზე გასვლის შანსი თითქმის არ აქვს. რობ მაასის გუნდს უკვე 5 მატჩია არ მოუგია.

0.114419