ფეხბურთი

19:10 | 1.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: კაშიამ "უტრეხტს" გაუტანა

ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "ვიტესმა" შინ წააგო "უტრეხტთან" (1:3) და მეათე ადგილამდე დაეშვა.სასიამოვნოა,რომ ეს ერთადერთი გოლი არნემელთაგან გურამ კაშიამ გაიტანა. მეტოქის საჯარიმოში არეულობა იყო და ბოლოს ქართველმა მცველმა დაახლოებით ხუთი მეტრიდან ფეხით შეაგდო. გურამის გოლით იგებდნენ, მაგრამ შემდეგ სამჯერ გაუშვეს.

კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. აქვე ვთქვათ, რომ ეს გურამის მეხუთე გოლია სეზონში.

იტალიაში "ემპოლიმ" შინ 0:0 დაასრულა მატჩი "ბოლონიასთან" და მე-12 პოზიციაზეა. ლევან მჭედლიძეს დისკვალიფიკაცია აქვს, რომან ჭანტურია კი სეზონში მეორედ მოხვდა განაცხადში, თუმცა მინდორზე არ შეუყვანიათ.

რუსეთში ნუკრი რევიშვილის "მორდოვიამ" მოულოდნელად 2:1 მოუგო "როსტოვს" და ლიდერობა დააკარგვინა. რევიშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა. ნუკრის თანაგუნდელი მამუკაკობახიძე სათადარიგო იყო. როსტოველთა განაცხადში იყო და არ უთამაშია ნიკა კაჭარავას. "მორდოვია" ბოლოდან მესამე ადგილზეა და შესაძლოა, გავარდნა თავიდან აიცილოს.

სოლომონ კვირკველიას "რუბინმა" სტუმრად "უფასთან" 1:1 ითამაშა და ცხრილის შუაში, მეცხრე ადგილზეა. კვირკველია შეუცვლელად გაისარჯა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116285