ფეხბურთი

19:33 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერის ჩემპიონობა დამატებით 5 მილიონით დაუფასდება

“ლესტერის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი ინგლისის პრემიერლიგაში გუნდის გაჩემპიონების შემთხვევაში საკუთარ ბიუჯეტს დამატებით 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს შემატებს. როგორც Daily Mail-ი იტყობინება, იტალიელ სპეციალისტსა და ინგლისურ კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტში დეტალურადაა გაწერილი მწვრთნელის ფინანსური ანაზღაურება ნაჩვენები შედეგების მიხედვით. სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილიდან ზევით დაკავებული თითო ადგილი რანიერის 100 ათას გირვანქად უფასდება და ამის მიხედვით მან უკვე გამოიმუშავა 1,7 მილიონი. აღნიშნულ თანხას დაემატება პრემიალური პირველი ადგილისთვის და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე “ლესტერი” ლიდერია და უახლოეს მდევარ “ტოტენჰემს” 7 ქულით უსწრებს. რანიერის გუნდს ჩემპიონობის ვადაზე ადრე განაღდება უკვე ამ კვირას “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამარჯვების შემთხვევაში შეუძლია.

0.100648