პსჟ-ს ნახევარმცველ ბლეზ მატუიდის მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატში “რენის” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.
ფეხბურთელმა დაზიანება “ლილთან” (2:1) მოგებულ შეხვედრაში მიიღო.
მატუიდი პსჟ-ს ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ფრანგმა კლუბის მაისურით 165 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.