კალათბურთი

12:00 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლანტა” “კავალიერსს” შეხვდება (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის შეხვედრაში “ატლანტა ჰოუქსმა” გასვლაზე “ბოსტონს” 104:92 აჯობა და სერია 4:2 მოიგო. მეოთხედფინალში “ქორებს” “კლივლენდ კავალიერსი” შეხვდება.

მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ატლანტამ” 39:26 მოიგო. ჯორჯიელებმა მეტოქე გუნდური კალათბურთის ხარჯზე დაამარცხეს. “ატლანტას” ექვსმა კალათბურთელმა მინიმუმ 11 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის საუკეთესო 17 ქულით პოლ მილსაპი გახლდათ. “ბოსტონში” 25 ქულით აიზეა ტომასი გამოირჩა.

“კავალიერსი” “ატლანტას” სერიის პირველი შეხვედრა კლივლენდში 3 მაისს თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

“ბოსტონი” – “ატლანტა” 92:104 (17:20, 16:21, 26:39, 33:24)

https://www.youtube.com/watch?v=sEKUoU4b6Gw

0.131481