"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "ლესტერთან" ნგოლო კანტეს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება აწარმოოს. "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლები "მელიებთან" მოლაპარაკებას "ოლდ ტრაფორდზე" კვირას გამართავენ.
როგორც Goal-ი იუწყება, ფრანგის სანაცვლოდ "ლესტერი" 25 მილიონ ევროზე მეტს არ ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მილიონის გაღებას აპირებენ მანჩესტერელები კანტეს შესაძენად.
ნახევარმცველი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვისაც იბრძოდა. 2015/16 წლების სეზონის დაწყებამდე კანტე "ლესტერს" "კაენიდან" შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 37 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.