ფეხბურთი

20:13 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჰუმელსს "ბაიერნში" გადასვლა უნდა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველმა მატს ჰუმელსმა "დორტმუნდიდან" წასვლის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა. აღნიშნული ინფორმაცია "ბორუსიას" ვებგვერდმა გაავრცელა.

ჰუმელსს მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლა სურს. როგორც "დორტმუნდის" განცხადებაშია ნათქვამი, ჯერჯერობით მიუნხენელებს კლუბისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს. ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და "ბორუსია" მოთამაშესთან თანამშრომლობის გაწყვეტას არ ადასტურებს.

მიმდინარე სეზონში ჰუმელსმა 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11934